logo
ENG



ქარიშხალ "არვენს" გაერთიანებულ სამეფოში ორი ადამიანი ემსხვერპლა

27 ნოე 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
bbc.com

ქარიშხალ არვენს გაერთიანებულ სამეფოში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შტორმმა სამეფოს ნაწილს გადაუარა და ქარბუქი, წვიმა და თოვლი მოიტანა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ანტრიმის საგრაფოში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორის მანქანას შტორმით გამოწვეული ქარბუქის გამო ხე დაეცა. ამ დროს კაცი მანქანაში იმყოფებოდა და გარდაიცვალა.

ინგლისის ქალაქ ლანკასტერში კი, პოლიციის ინფორმაციით, გარდაიცვალა მეორე ადამიანიც, ვისაც პარასკევ საღამოს ასევე ხე დაეცა.

ასევე პარასკევს ინგლისის ქალაქ როჩდეილში კი დაახლოებით 120 სატვირთო მანქანა თოვლში გაიჭედა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ნორთამბერლენდის საგრაფოში ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე - 157 კმ/სთ დაფიქსირდა.

შოტლანდიის მარცხენა სანაპიროსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის მხარეში ამინდისა და კლიმატის ცვლილების ოფისმა პარასკევს ძლიერი ქარის შესახებ წითელი ფერის განგაშის გაფრთხილება გაავრცელა. წითელი განგაში იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ უამინდობა ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

ძლიერი ქარბუქმა შენობები დააზიანა და ხეები მოწყვიტა. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ამ დრომდე აფრთხილებენ მოსალოდნელ ძლიერ ქარზე, თოვლსა და ყინვაზე.


close დახურვა